„ბორჯომის“ გარშემო მღელვარება არ წყდება.
კიდევ ერთი მედიაციის დაწყების მიუხედავად, კრიზისის განმუხტვა ვერ ხერხდება. მოქმედი და გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი პიკეტირებას განაგრძობს. მოთხოვნები უცვლელია – კონტრაქტების გადახედვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანების აღდგენა.
თავის მხრივ, კომპანიის ხელმძღვანელობა გაფიცულებს აგრესიულ ქმედებებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით მედიაციის ჯგუფმა პრობლემის მოგვარება კიდევ ერთი შეხვედრით სცადა. მცდელობა ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა.