ვითარება კიევში - ოპოზიციის მზადება მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის
მზადება მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის. უკრაინის დედაქალაქში ახალ ძალთა მოძრაობის მხარდამჭერები უმაღლეს რადასთან იკრიბებიან. ადგილზე კარვების ქალაქში ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებმა მთელი ღამე გაატარეს. გამთენიისას მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზად არიან. პოლიციის სპეცრაზმთან შეტაკების შედეგად დაშავებულები ორივე მხრიდან არიან. ოპოზიციური მოძრაობის წევრები ტერიტორიის დატოვებას არ გეგმავენ.
უკრაინის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს `მოამბის“ გადამღები ჯგუფი აშუქებს. ლიკა ალელიშვილი გვერთვება პირდაპირ ეთერში.