ვითარება კიევში

უკრაინაში საქართველოს ელჩმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვების სურვილით საელჩოს ბევრი მოქალაქე მიმართავს. წარმომადგენლობა მათ გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას აცნობს.

მისივე ინფორმაციით, გუშინ შედარებით მშვიდი დღე იყო. გაიხსნა სასურსათო მაღაზიების ნაწილი და აფთიაქები. რაც შეეხება ძირითად მაგისტრალებს, აქ ბლოკპოსტებია მოწყობილი და გაძლიერებულია პატრულირება.