ვითარება კარანტინის ზონაში

გაჩიანის დასახლებაში დღეს ვირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა.

საკარანტინო ზონად გამოცხადებული, სოფელ ყარაჯალარიდან მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანას შეძლებს. ამისთვის გამოყოფილია 10 სამარშრუტო ტაქსი, თუმცა მანამდე ადგილობრივებს კორონავირუსზე შეამოწმებენ. სოფელს ისინი მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დატოვებენ. პარალელურად, ადგილზე ეპიდემიოლოგების ორი ჯგუფი მუშაობს. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სოფელი ყარაჯალარი უკვე მე-9 დღეა ჩაკეტილია.