ვითარება ჯანდაცვის სამინისტროსთან

საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დევნილების საპროტესტო აქცია ისევ გრძელდება. ნაწილი პროტესტს ამ დრომდე სამინისტროს შიგნით განაგრძობს, ნაწილს კი კარვები შენობის  წინ აქვს გაშლილი.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, აქციის 30-მდე მონაწილიდან შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მხოლოდ ორმა შეძლო და მათ 3-ოთახიანი ბინები გადაეცემათ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისეთი კრიტერიუმები აქვს დადგენილი, რომელთა დაკმაყოფილებასაც ვერ შეძლებენ.

რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც გიორგი წოწკოლაურმა განმარტა, უარის მიზეზი, რიგ შემთხვევაში არასაკმარისი ქულები, შეუვსებელი აპლიკაციაა, თუმცა, დევნილებს დამატებით განაცხადების შეტანა 15 ოქტომბრიდან შეეძლებათ.