საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა ონლაინშეხვედრა გამართეს ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და საპარლამენტო კომიტეტის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქართული დიასპორის გვერდით დგას და ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად.