იემენში განვითარებულ მოვლენებს გაერო და აშშ ეხმაურებიან.
40 დაღუპული და 60 დაშავებული. ასეთია იემენში განხორციელებული ავია-იერიშის შედეგი. დაღუპულთა შორის ცამეტ წლამდე ასაკის 21 მოზარდია.
მეამბოხე ძალები მომხდარზე პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას აკისრებენ, რომელიც სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად საჰაერო ოპერაციას უკვე 3 წელია, ახორციელებს.