ვითარება იემენში

იემენში განვითარებულ მოვლენებს გაერო და აშშ ეხმაურებიან.

40 დაღუპული და 60 დაშავებული. ასეთია იემენში განხორციელებული ავია-იერიშის შედეგი. დაღუპულთა შორის ცამეტ წლამდე ასაკის 21 მოზარდია.

მეამბოხე ძალები მომხდარზე პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას აკისრებენ, რომელიც სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად საჰაერო ოპერაციას უკვე 3  წელია, ახორციელებს.