ვითარება დონბასში

გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რვაჯერ დაარღვიეს. ინფორმაცის ამის შესახებ უკრაინული მედია  გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციის მიმართულებით რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, სხვადასხვა სისტემების ყუმბარმტყორცნებიდან და სხვა ტიპის იარაღიდან გახსნეს ცეცხლი. ცეცხლის რეჟიმის შეწყვეტის დარღვევის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დანაკარგი არ ყოფილა. ამასთან, უკრაინაში ჩავიდნენ  ბალტიის ქვეყნების, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, დიპლომატების ვიზიტი არის უკრაინისადმი სოლიდარობის გამოვლინება რუსეთის მიერ სამხედრო ძალის მობილიზების ფონზე. შეგახსენებთ, რომ დონბასში ვითარება მარტის ბოლოს დაიძაბა.

უკრაინის ხელისუფლება და მისი დასავლელი პარტნიორები უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობენ.

მოამბე