სოფელ ჩორჩანასთან, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან სამართალდამცველები იმყოფებიან. ადგილზე არსებულ ვითარებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებიან. სოფელში დილიდან სიმშვიდეა.
ოკუპირებული სოფელ წნელისის ტერიტორიაზე კი, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების გადაადგილება შეინიშნება. რაც შეეხება ბლოკპოსტს, მისი დაშლის საკითხი არ განიხილება.
ამ თემაზე, მომავალი კვირის დასაწყისში, ერგნეთში კიდევ ერთ ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.