მარნეულისგან განსხვავებით, ბოლნისი კვლავ მკაცრი კარანტინის ზონად რჩება.
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების და ბოლო დღეებში გამოვლენილი ახალი ინფიცირებულების გამო, მუნიციპალიტეტი კვლავ ჩაკეტილია. სამხედრო მოსამსახურეები და სამართალდამცავები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ ავტომანქანების შემოწმებას, დეზინფექციასა და მოსახლეობის თერმოსკრინინგს.
57 დღეა ადგილზე მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.
გიორგი კობერიძე დეტალებით.