გამკაცრებულია ზომები ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
ტერიტორიაზე შესვლა მკაცრად შეზღუდულია, ყველა პირს უსინჯავენ ტემპერატურას. გადაადგილების მიმართულებით შეზღუდვები არ ეხება სატრანზიტო ავტომანქანებს, ასევე სურსათით დატვირთულ ავტომანქანებს, ადგილობრივებს კი აფრთხილებენ, რომ ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში ისინი დასახლებას ვერ დატოვებენ.
ზომები გამკაცრდა სოფელ ქვემო ბოლნისთანაც. დასახლებაში რამდენიმე საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო.
გიორგი კობერიძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.