ბოლნისში, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 95 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.
გუშინ ბოლნისში კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დადასტურდა. პარალელყრად, მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმოსკრინინგი ჩატარდება. მეორე ეტაპს დატრენინგებული მოხალისეთა ჯგუფები გააგრძელებენ, რადგან მედიკოსების დაინფიცირების გამო, სოფლის ექიმების უმრავლესობა, როგორც კონტაქტები, კარანტინის რეჟიმში ან თვითიზოლაციაში იმყოფება.
გიორგი კობერიძე მუშაობს ბოლნისში.