კორონავირუსის შემთხვევები დღეს არ გამოვლენილა ბოლნისში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რეგიონში ცხრა დადასტურებული ფაქტია. იმ დასახლებების ნაწილში, სადაც ინფიცირებულები ცხოვრობენ, თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი განხორციელდა. მედიკოსები აგრძელებენ მუშაობას მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებაშიც.
რა ეტაპზეა სამუშაოები და რამდენი პაციენტის პასუხებს ელოდებიან ბოლნისის ცხელების ცენტრში, გიორგი კობერიძე გვეტყვის, რომელიც უკვე 20 დღეა მუნიციპალიტეტში მუშაობს.