ბოლნისში დღეს ინფიცირების არცერთი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.
ელოდებიან საეჭვო სიმპტომის მქონე სამი პირის ანალიზის პასუხებს. ისინი ცენტრალურ კლინიკაში განთავსებულ ცხელების ცენტრში იმყოფებიან. მეორედ დაწყებული თერმოსკრინინგი დღეს ქვემო ბოლნისში გაგრძელდა. პროცესის დასრულების შემდეგ რიგით მესამე სამედიცინო შემოწმება ეპიდსურათის მიხედვით დაიგეგმება.
გიორგი კობერიძე ბოლნისის ცხელების ცენტრიდან.