ვითარება ბოლნისის მუნიციპალიტეტში

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევაა გამოვლენილი ბოლნისში.

ინფიცირებული ამჯერადაც ქვემო ბოლნისიდანაა, სადაც მანამდე „კოვიდ 19“-ის ოთხი ფაქტი იყო დადასტურებული. ხუთივე შემთხვევა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ტერიტორიულ ერთეულში გადაადგილებას საკონტროლო-გამშვები პუნქტებით აკონტროლებენ. ქვემო ბოლნისში 20-მდე ოჯახი იზოლაციაში იმყოფება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. პარალელურად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება ისევ მიმდინარეობს.

კიდევ ერთი ადგილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც „კოვიდ 19“-ის ერთი ფაქტი დადასტურდა, სოფელი ნახიდურია.

გიორგი კობერიძე ბოლნისიდან.