ზომები კიდევ უფრო გაამკაცრეს ბოლნისის რაიონში.
მას შემდეგ, რაც დასახლებაში კორონავირუსის უკვე ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვემო ბოლნისის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ ოთხ სოფელში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო.
ბოლო მონაცემებით, ბოლნისის რაიონში უკვე 42 000-მდე მოქალაქე შემოწმდა.
გიორგი კობერიძე ბოლნისიდან.