ვითარება ბავშვთა კლინიკებში

ისევ მზარდია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების სტატისტიკა ბავშვებში. ამ დროისთვის ციციშვილის კლინიკაში კიდევ ერთი ჩვილის გადარჩენას ცდილობენ. სულ სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად 122 მცირეწლოვანი ჰყავთ, მათგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვების ინფიცირების წყარო უმეტესად ოჯახის წევრები არიან, რომელთა უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის. რაც შეეხება მოზარდების იმუნიზაციას, ბოლო დღეების განმავლობაში, აცრის მსურველთა რაოდენობა მცირედით გაზრდილია. შეგახსენებთ, რომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერით “ არის შესაძლებელი.