ავღანეთიდან საერთაშორისო მისიების სრულად გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, ქვეყანაში სიტუაცია მწვავდება.
ექსტრემისტულმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის კიდევ 3 მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავა. ბრძოლა მიმდინარეობს ქაბულისთვისაც, რომელიც ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, შესაძლოა უახლოეს 3 თვეში დაეცეს. ამჟამად, ქვეყნის 34 პროვინციიდან, ცხრა თალიბანის კონტროლს ექვემდებარება. გამწვავებული ვითარების ფონზე, პრეზიდენტი აშრამ განი მაზარი-შარიფში ჩავიდა, რომელიც თალიბანის ერთ-ერთი მომდევნო და უმნიშვნელოვანესი სამიზნეა. პარალელურად ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის, 3-დღიანი მოლაპარაკებების რაუნდი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობს.