ახალი რეალობა „თალიბანის“ კონტროლის ქვეშ გადასულ ავღანეთში.
რადიკალური დაჯგუფება ყველა სფეროში საკუთარ წესებს ნერგავს. აკრძალვები წესდება განათლების სისტემაში და სასწავლო პროგრამებშიც, ქალების და მამაკაცების ლექციები განცალკევებულ აუდიტორიებში ჩატარდება. გაერო თალიბანს ქალების უფლებების დაცვაზე გაცემულ დაპირებებს ახსენებს და ამ კუთხით არსებულ ვითარებას საშიშად აფასებს. ანალოგიური სიტუაციაა დასაქმების მხრივაც. ამ ეტაპზე „თალიბანი“ ქალებს მუშაობასაც უზღუდავს.