ევროპის ქვეყნები ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს ასრულებენ. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ბოლო ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავმა უკვე დატოვა. ბრიტანეთმა ავღანეთიდან 15 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ბოლო სამხედრო თვითმფრინავის გამოყვანით, ბრიტანეთმა ავღანეთში 20-წლიანი მისია დაასრულა. დასავლური მედიის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში საევაკუაციო ღონისძიებების ტემპმა იკლო და „თალიბანი“ აეროპორტზე კონტროლის დამყარებისთვის ემზადება. ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი დაასრულეს საფრანგეთმა და იტალიამაც.