ექსკლუზიური კადრები ახალქალაქიდან.
„მოამბემ“ სათვალთვალო კამერიდან ამოღებული მასალა მოიპოვა, სადაც ჩანს რა ხდებოდა ქალაქის ცენტრში გუშინ საღამოს, რასაც მკვლელობა და მოგვიანებით ძალადობის ფაქტები მოჰყვა. ვიდეო ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი ობიექტის გარე-გადაღების კამერამ აღბეჭდა.
რა სიტუაციაა ამ წუთისათვის ქალაქში, – გიორგი კობერიძე დეტალებით.