მედიკოსები ჩუტყვავილას შემთხვევების მატებაზე საუბრობენ.
სპეციალისტები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამბობენ, რომ მიმართვის რიცხვი გაზრდილია, თუმცა ინფექცია ძირითად შემთხვევებში მსუბუქად მიმდინარეობს. ყველაზე ხშირი გართულება არის პნევმონია, რომელიც დაავადების დაწყებიდან ზოგჯერ ერთი კვირის შემდეგ ვითარდება.