ტექნოპარკში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 2018 წლის ეკონომიკური ანგარიშის, – „კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი“, – პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშშია ნათქვამი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული. „ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 2018 წლის ეკონომიკური ანგარიშის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიოში კრიპტოვალუტის მესამე უდიდესი მომპოვებელია. კვლევის თანახმად, კრიპტოვალუტის მოპოვებაში ან ინვესტირებაში საქართველოში მოქალაქეების დაახლოებით 5 % ჩართულია. ანგარიშში ასევე საუბარია გამოწვევებზე. მთავარი გამოწვევა ფინანსური ზედამხედველობის უზრუნველყოფას და ფულის გათეთრების, გადასახადებისთვის თავის არიდების და უკანონო ტრანზაქციების წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.