ვიქტორ დოლიძე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის რეზოლუციას აფასებს

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება ვიქტორ დოლიძე,  ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი. მისი განცხადებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია. მთავარი აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე  ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შესვლა და  უშუალოდ იქ, ადგილზე მონიტორინგია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დოკუმენტში ასახულია, იმგვარი ფაქტების პრევენციის საკითხი როგორიცაა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზრიას მკვლელობების საქმე. – განაცხადა მოამბესთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.