„მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს!“ - ოცდახუთი წელი აფხაზეთის ომიდან

25 წელი აფხაზეთის ომიდან და მას შემდეგ, რაც მშვიდობიან მოქალაქეებს საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ. დილიდან თბილისში სიმბოლური აქცია სახელწოდებით – „მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს!“ მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორებმა მსვლელობაში მონაწილეობის მსურველებს მოუწოდეს, სიმბოლურად თან ჰქონდეთ მათი სახლის ძველი გასაღები.