პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები ექნება.
იქნებიან თუ არა მთავრობის შემადგენლობაში ახალი სახეები და არის თუ არა საჭირო შემადგენლობის განახლება, ამ შეკითხვაზე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრს საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს.