საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მომდევნო მატჩისთვის ემზადება. გუნდის შემადგენლობა უკვე ცნობილია. ნაკრებში ერთი დებიუტანტი – გიორგი გულიაშვილია. მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დღეს მედიის შეკითხვებს უპასუხა. ნაკრები შეკრებას 7 ოქტომბერს დაიწყებს. 11 ოქტომბერს პოზნანში დაუპირისპირდება უკრაინას. 14 ოქტომბერს კი ალბანეთს ეთამაშება, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე. ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.