ვიკიპედიის მომავალი ქალი რედაქტორებისთვის სპეციალური ვორკშოპი გაიხსნა
საქართველოში პირველად ვიკიპედიის მომავალი ქალი რედაქტორებისთვის სპეციალური ვორკშოპი გაიხსნა. პროცესი 50 ქვეყნის პარალელურად, შვედეთის საელჩოს, ქართული ვიკიპედიისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით მიმდინარეობს.
ღონისძიების მიზანი, ვიკიპედიაში მეტი ქალი რედაქტორის ჩართულობა და ქალთა შესახებ შექმნილი მასალების რაოდენობის ზრდაა. გლობალური მაშტაბით, ვიკიპედიის რედაქტორების 90% კაცია, ენციკლოპედიაში ქალების შესახებ მასალის რაოდენობა კი, კაცების მომზადებული სტატიების რიცხვზე 4-ჯერ ნაკლებია.