საინფორმაციო კამპანია ფემიციდის წინააღმდეგ

პროკურატურა ამერიკის საელჩოსა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. მიზანი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. ღონისძიება გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გახსნა. მან პროკურატურის მიერ 2014 წლიდან დღემდე განხორციელებულ რეფორმებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე, ასევე სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკაზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძემ იმედი გამოთქვა, რომ კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება დადებით შედეგებს გამოიღებს, რაც თავის მხრივ განაპირობებს საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული ფემიციდის დანაშაული.