ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიპედიელთა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. კონფერენციის ფარგლებში, ისაუბრა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემაც. ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიპედიელთა ღონისძიება რეგიონში მოღვაწე ვიკიპედიისა და მისი პარტნიორი სხვა პროექტების რედაქტორების ყოველწლიური შეხვედრაა. ის საქართველოში პირველად იმართება და მასში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 160 წარმომადგენელი მონაწილეობს.