პოლიტიკურ სპექტრში ისევ განხილვის თემაა ე.წ. ვეტინგის სისტემა. ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო სექტორი ინიციატივას ემხრობა და ამბობს, რომ აღნიშნული მოდელის დანერგვა მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია. განსხვავებული მოსაზრება აქვს უმრავლესობას, ოპოზიციის ერთ ნაწილსა და მოსამართლეთა თითქმის მთელ შემადგენლობას.
უზენაესმა სასამართლომ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი წერილიც გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რა საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს „ვეტინგის სისტემის“ დანერგვა. განსხვავებული აზრი ამ ეტაპზე რამდენიმე მოსამართლეს აქვს, რომლებიც უცხოელი ექსპერტების მხრიდან ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაში პრობლემას ვერ ხედავენ.