საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნება. ვეტერინარებმა პროფესიული დღე თბილისში მასშტაბური კონფერენციით აღნიშნეს. მონაწილეებმა 2024 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებით არსებულ ახალ რეგულაციებსა და მიდგომებზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე ვეტერინარებმა, ფერმერებმა და სტუდენტებმა მომხსენებლების პრეზენტაციები მოისმინეს, მათ შორის: ახალი რეგულაციებისა და მიდგომების შესახებ ბრუცელოზთან, ტუბერკულოზთან და ლეიკოზთან დაკავშირებით.