17 ოქტომბერი ვეტერანების დღეა.
თარიღი საქართველოში ცხრა წელია, რაც აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ვეტერანებს, მათი დღე მთავრობის წევრებმა, სასულიერო პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიულოცეს. მთავრობის ხელმძღვანელმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა იმ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რასაც სახელმწიფო ვეტერანების მხარდასაჭერად ახორციელებს. პრემიერმა შეხვედრაზე ძალოვანი უწყებების საპენსიო სქემაში ცვლილებები დააანონსა.