აგვისტოს ომის ვეტერანი, თამაზ თოიძე გმირთა მემორიალთან შიმშილობის დაწყებას გეგმას. როგორც ის აცხადებს, მას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანმშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაგავსაყრელის ადგილზე აშენებული სახლი დაუნგრიეს.
საპირისპიროს აცხადებენ თბილისის მერიაში და განმარტავენ, რომ ოჯახს მშენებლობის უფლება არ ჰქონდა.
ე. წ. დამპალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, თამაზ თოიძესთან ერთად მშენებლობის უფლებას კიდევ 165 ოჯახი ითხოვს.