ვეტერანების აქცია

გამაფრთხილებელი აქცია გამართეს ფინანსთა სამინისტროსთან ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა.

პროტესტის მონაწილეებმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით უწყებაში განცხადება შეიტანეს. ვეტრანები 22-ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის საარსებო მონიმუმამდე გაზრდასა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს კომუნალურ გადასახადებზე გაუქმებული სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვენ. ვეტერანების თქმით, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაპირებისა, მათი სოციალური მოთხოვნები 2020 წლის ბიუჯეტში არ ასახულა.

ვეტერანების აქციას ფინანასთა მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. მისი თქმით, უწყება შეეცდება ვეტერანების მოთხოვნები 2021 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინონ.