ვეტერან ფერმერთა მიერ წარმოებული თაფლი

დღეს გურიაში, დაბა ანასეულში ადგილობრივ ვეტერან ფერმერთა მიერ წარმოებული თაფლი დააგემოვნეს. პროდუქცია გურიის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციის წევრ მეფუტკრეებს ეკუთვნით. პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები, სპეცტანსაცმელი და სკები მათ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსგან გადაეცათ. პროექტი გურიაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სააგენტო TIKA-ს ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა.