თბილისის მერია ვერის პარკის რეაბილიტაციას იწყებს.
ხვალიდან, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ის სრულად ჩაიკეტება და მოქალაქეებს განახლებული სახით მომავალი წლიდან უმასპინძლებს. ვერის პარკს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს, შესაბამისად, მისი ძირეული შეცვლა არ იგეგმება. პროექტის მიხედვით, გაკეთდება საბავშო მოედნები, ასევე მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, სრულად განახლდება ვერის პარკში არსებული შადრევანი და გაკეთდება საფეხბურთო მოედანი.
ვერის პარკის რეაბილიტაციას შპს „ნიუკონსი“ ჩაატარებს. ბიუჯეტიდან პროექტზე 24 მილიონი ლარია გამოყოფილი.