ქართულ საოპერო სცენაზე მსოფლიო დონის ქართველი ვარსკვლავები ხვალ ვერდის „რეკვიემს“ შეასრულებენ.
სპეციალურად ხვალინდელი კონცერტისთვის თბილისში ცნობილი დირიჟორი, დანიელ ორენი იმყოფება. სამგლოვიარო მესა ოპერის და ბალეტის თეატრის გუნდის და ორკესტრის მონაწილეობით იქნება წარმოდგენილი. იგივე შემადგენლობა 14 ნოემბერს მსმენელს ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას შესთავაზებს.