ტოკიკო კატოს კონცერტი გრიბოედოვის თეატრში

15 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში, იაპონელი მომღერალი, ტოკიკო კატო კონცერტს გამართავს. დაგეგმილი საღამოს შესახებ მომღერალმა გამართულ პრესკონფერენციაზე თავად ისაუბრა. 57-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ტოკიკო კატომ გამოუშვა 80-ზე მეტი ალბომი, შექმნა უამრავი ჰიტი, რომლებიც დღემდე პოპულარულია. ღონისძიებაზე, მომღერალი პირველად შეასრულებს „სულიკოს“, რომელიც იაპონურ ენაზე თარგმნა. კონცერტი საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.