ვენეციის კომისიის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მოსაზრება, მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა. დასკვნის მიხედვით, განხორციელებული ცვლილებები კომისიისგან დადებითად, თუმცა არასაკმარისად ფასდება. მთავარი რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმაა, რომელიც ვენეციის კომისიის მოსაზრებით ისევ გამოწვევად რჩება. ოპოზიციის ნაწილი შენიშვნებს სრულად იზიარებს და განმარტავს, რომ დავალების შესრულებას პოლიტიკური ნება სჭირდება.