პრემიერის შეფასება ვენეციის კომისიის დასკვნაზე

პრემიერ-მინისტრმა პირველი არხის ეთერში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაც შეაფასა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დოკუმენტში უამრავი აბსურდული ჩანაწერი და ტყუილია და, საერთოდ, არგუმენტაცია არ არის წარმოდგენილი. მისივე თქმით, საზოგადოება უყურებს არა იმას, რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ იმას, სად არის სიმართლე. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შეფასება 21 მაისს გამოქვეყნდა.

#გადაწყვეტილება ინტერვიუ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან #LIVE