ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრებთან იმსჯელებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვენეციის კომისიას აინტერესებს, კონსტიტუციური პროექტის ინიცირების მიზეზები, რა არგუმენტებია, რომ დარეგულირდეს საკითხი, რომელიც აკრძალავს ლგბტ პროპაგანდასა და უზრუნველყოფს ბავშვთა ინტერესების დაცვას. შეგახსნებთ, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა საკონსტიტუციო ცვლილება, გაიმართა სახალხო განხილვას თუმცა უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცებისთვის აუცილებელი ხმების რაოდენობა პარლამენტში არ აქვს.