მსოფლიო კინოინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული კინოდაჯილდოების მოლოდინშია.
ვენეციის კინოფესტივალს ტრადიციულად კუნძული ლიდო უმასპინძლებს და ცნობილ მსახიობებს, რეჟისორებსა და კინოკრიტიკოსებს არაერთი ქვეყნიდან ერთად შეკრებს. 79-ე საერთაშორისო ფესტივალის მიმართ, როგორ ყოველთვის წელსაც განსაკუთრებული ინტერესია. მასშტაბური ღონისძიება 31 აგვისტოს გაიხსნება, საკონკურსო პროგრამაში კი 23 ფილმი იქნება წარმოდგენილი. ოქროს ლომის მფლობელ კინოსურათს საერთაშორისო ჟიური 10 სექტემბერს გამოავლენს.