თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ფილმ „მეოთხე ბრაიტონით გაიხსნა. ჩვენებას კინომცოდნეები და კინოჟურნალისტები, ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება 11 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ შედგება. ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ ფესტივალის პრიზი —„ ოქროს პრომეთე“. სულ ნაჩვენები იქნება 60-ზე მეტი ფილმი. საკონკურსო პროგრამაში წელს ქართული ნამუშევრები მოხვდა. გუშინდელი დღე კი, ალექსანდრე კობერიძის ფილმით „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ დასრულდა. ქართველი რეჟისორის სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი.

დატოვე კომენტარი