ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ანა ქეი წარადგენს. ის ნიუ იორკში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანია.
პროექტი არქიტექტურული პლატფორმაა, სარკისებური ინსტალაცია, რომელიც წლევანდელი, 58-ე ბიენალეს თემას, „გეცხოვროს საინტერესო დროს” ეხმიანება. ის საერთაშორისო კომისიამ შეარჩია და 10 პროექტს შორის გამარჯვებულია.
2019 წლის ვენეციის ბიენალე 11 მაისს გაიხსნება და 24 ნოემბრამდე გასტანს.
საქართველოს ეროვნული პავილიონისთვის 74 კვ. მ ფართობის სივრცე ვენეციის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში – „არსენალეზეა“ გამოყოფილი.