„ვენეციელი ვაჭარი“ - პრემიერა თელავის თეატრში

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭარის“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, რეჟისორი კი გიორგი შალუტაშვილია. სპექტაკლში მთავარ როლს, თეატრის წამყვან მსახიობებთან ერთად, თეატრის ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი ასრულებდა.