დანიის სამეფო ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ქართული კულტურის დღეების ფარგლებში შედგა. პრეზენტაცია გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასის თანხლებით გაიმართა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, კოპენჰაგენში, 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული კულტურის დღეები იმართება. პროგრამა ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნების და კინოხელოვნების წარმოჩენას ითვალისწინებს.