ახალი მობილური აპლიკაცია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც შოთა რუსთაველის პოემის ზოგიერთი ნაწილის შინაარსის გაგება უჭირთ.
აბიტურიენტმა სპეციალური ონლაინ-პლატფორმა შექმნა, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალი ტექსტი თანამედროვე ენაზეა გადმოტანილი. საკუთარი იდეის რეალობად ქცევაში კობა ჟღენტს ბებია დაეხმარა.
აპლიკაციაში ნახავთ აფორიზმებს შესაბამისი განმარტებებით და სივრცეს ესეებისთვის, სადაც მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში ვეფხისტყაოსნის თემაზე შექმნილი საკუთარი ესეს ატვირთვისა და სხვებისთვის გაზიარების საშუალებაც აქვს.