„საქართველო უპირველეს ყოვლისა“- კონსერვატიული გაერთიანების დაფუძნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დღეს მოძრაობის დამფუძნებელმა და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. ვატო შაქარაშვილის განცხადებით, იდეამ საზოგადოებაში მოიპოვა მხარდაჭერა, არის დაინტერესება და გაჩნდა კითხვები. მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა იქნება ეფექტური და მძლავრი სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც მკაფიო პასუხს გასცემს ანგაჟირებული და დაფინანსებული ადამიანების მხრიდან თანამოქალაქეებზე ბულინგს, ძალადობას და ცილისწამებას. მოძრაობის წევრების თქმით, „საქართველო უპირველეს ყოვლისა” უარს არ ამბობს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე, თუმცა უარს ამბობს მონობაზე და სხვისი ინტერესების მსახურებაზე.